|
2018-04-10 11:20:39, 2083 ნახვა
მსოფლიო
სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. ტრამპმა მისი წინამორბედის ბარაკ ობამას პოლიტიკაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ბარაკ ობამას უნდა გადაადგა სწორი ნაბიჯები სირიასთან მიმართებაში. "ასე, რომ მომხდარიყო სირიის კატასტროფა დიდი ხნის წინ მორჩებოდა და ცხოველი ასადიისტორიას ჩაბარდებოდა. ის რაც მოხდა სირიაში საშინელება და მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ ხდება. ჩვენ ყირადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და კონტაქტზე ვართ ჩვენს სამხედროებთან სირიაში. ასე არ შეილება გაგრძელდეს. ეს დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. ამერიკა ამ შემაძრწუნებელ ფაქტს 24-48 საათის განმავლობაში უპასუხებს. თუ ეს რუსეთია, თუ ეს სირიაა, ან ირანი ან თუნდაც ყველა ერთად ჩვენ ამას გავარკვევთ", - განაცხადა დონალდ ტრამპა. ცნობისთვის, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)