|
2018-04-09 21:27:32, 920 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა 9 აპრილსდაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ამ დღის აღსანიშნავად ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. შესრულდა ქართულისაგალობლები. ზურაბ პატარაძის შეფასებით, 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა ქვეყნისდამოუკიდებლობას. „მინდა გავიხსენო ის ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს. მათი სახელები იქნება უკვდავი. ჩვენ ყველას გვახსოვს 9 აპრილი, ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ვინ შესწირა თავი, თუ რა რთული მომენტები და რთული დრო აქვს განვლილი ჩვენს ქვეყანას. 2018 წლის აგვისტომდე ამ ადგილას გაიხსნება ახლი მემორიალი და გვექნება საშუალება ახალ მონუმენტთან მოვიგონიოთ მათი სახელები." - განაცხადა ზურაბ პატარაძემ დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტოაქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)