|
2018-04-05 10:44:28, 1707 ნახვა
ეკონომიკა
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35%-ით გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულია 154.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია). 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენს: რუსეთი (52.2 მლნ დოლარი), ევროკავშირი (42.6 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (23.2 მლნ დოლარი), თურქეთი (22.2 მლნ დოლარი), უკრაინა (16.5 მლნ დოლარი) და ყაზახეთი (11.1 მლნ დოლარი). ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 11.8 მლნ აშშ დოლარით (38.1%) გაიზარდა, რაც ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, ყურძნის ნატურალური ღვინოების და თხილის ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, სპირტიანი სასმელები 6.6 მლნ (121.7%), ყურძნის ნატურალური ღვინოები 1.9 მლნ (61.7%) და თხილი 1.6 მლნ (13.8%) აშშ დოლარით. 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: ყურძნის ნატურალური ღვინოები (41.9 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (32.3 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (28.5 მლნ აშშ დოლარი) და თხილი (18.6 მლნ აშშ დოლარი).
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)