|
2018-04-04 15:42:10, 1758 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი საზმაუს ბორდის წევრი ხდება
„მე ნამდვილად არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი და მართლმადიდებელობის მაგინებელი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი“, - ამის შესახებ, საპარლამენტო დეპუტატმა გედევან ფოფხაზემ განაცხადა. მისი თქმით, ის მზად არის გაემიჯნოს ყველას, ვინც ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. „ჩემთვის ეს პრინციპულად არის მიუღებელი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი წახალისება საზოგადოების იმ რეაქციული ჯგუფების და რეაქციული წარმომადგენლების, რომლებიც თავისი ცხოვრების წესად, თავის ცხოვრებაში დამკვიდრების წესად სხვა ადამიანების რელიგიური, მორალური თუ ზნეობრივი გრძნობების გინებით არიან დაკავებულები. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებისგან მე მაქსიმალურად ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებმაც „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობასაც, „ქართულ ოცნებასაც“, ყველა იმ პარტიულ თუ პოლიტიკურ თანამდებობას რომელიც მიკავია“, - აღნიშნა ფოფხაძემ. გარდა ამისა, ფოფხაზე გეგმავს მიმართოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რათა ხმების ნამდვილობა გადაამოწმოს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კენჭისყრაზე იზაბელა ოსიპოვას და ნინია კაკაბაძის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)