|
2018-04-04 14:09:35, 1777 ნახვა
კომენტარი
ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს
დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, - ამის შესახებ ფოფხაძემ თავად განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება. „ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ეს იყო მიუღებელი და ეს გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებას” არ უნდა მიეღო. ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა, რადგან ის ღირებულებები, რომლითაც ეს ადამიანი ცხოვრობდა და რაც აქვს, პირდაპირ კონტრასტშია იმ ყველაფერთან, რის გამოც ამომრჩეველი 2012 წელს მხარს გვიჭერდა. მიმაჩნია, რომ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც შეუძლია ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭიროს, ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ და ალბათ, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას მივიღებ “ქართული ოცნებიდან” გასვლის თაობაზე. უმრავლესობას ვტოვებ. მიმაჩნია, რომ კაკაბაძის მხარდაჭერა ჩემთვის საკმარისი საფუძველია, რომ უმრავლესობა დავტოვო. არ ვმალავ, გაბრაზებული ვარ. ფაქტია, რომ ამ გუნდმა ისეთი ღირებულებები აირჩია, რომელიც ჩემთვის მისაღები არ არის. “ქართულ ოცნებაში” ჩემ ადგილს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ფოფხაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)