|
2018-04-03 15:17:10, 1441 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: ეტყობა „ქართული ოცნების“ ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ
ეტყობა ”ქართული ოცნების” ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი სახე დაკარგდა. „სრულ მარაზმში ვართ, რადგან ვერავინ გაიგო რატომ წამოხტა ეს ადამიანი და რატომ დაიწყო გინება. მე ვფიქორ, რომ ეს არის ახალი სტანდატი „ქართული ოცნების“, ჩხუბი გინება ყველა შეხვედრაზე, რომ როგორმე შეხვედრები ჩაშალონ. ეს არის ძალიან სამწუხარო. ხელისუფლებამ დაკარგდა საკუთარი სახე. დმანისში ვიყავით, დავადგინეთ ამზომველებთან ერთად, რომ სახელმწიფო ტერიტორიაზე ქარხანა აქვთ გაშენებული, რაც ჩვენ აუქციონში მოვიგეთ. იქ მართვის პულტია გაკეთებული და ყველაფერზე პასუხი ეს არის რასაც ვიღებთ“,- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ, გიორგი ვაშაძე და გია გაჩეჩილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)