|
2018-04-02 17:21:52, 1681 ნახვა
კომენტარი
ნათია მეზვრიშვილი: ომბუდსმენის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებას სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების ნაწილის შესრულება უკვე დაწყებული აქვს. „ მაგალითად, უკვე მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რისკის შეფასების სისტემის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და იზოლატორებში ტექნოლოგიების განახლება. ეტაპობრივად შესრულდება სხვა რეკომენდაციებიც. რაც შეეხება იზოლატორებში დაზიანებით შესახლებულ პირთა რაოდენობის ზრდას: შემცირებულია დაკავების დროს ან დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევები. გარდა ამისა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი სისტემა. 2016 წელს დაიხვეწა დაზიანებების დაფიქსირების ფორმები და გამოვლენის მეთოდები. ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა გაიარა ინტენსიური გადამზადება. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რამაც ხელი შეუწყო დაზიანებების ეფექტიან გამოვლენას. რაც შეეხება დაზიანებებთან დაკავშირებით პოლიციის მიმართ პრეტენზიებს. სახალხო დამცველის ანგარიში ასახავს მხოლოდ სტატისტიკას. გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული ფაქტის შინაარსობრივი ნაწილი. ხშირად პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მთავარი ის არის, რომ ყველა პრეტენზიის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ იგზავნება პროკურატურაში“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)