21:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 16:01:36, 1745 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ეთნობოტანიკური კუთხე მოეწყობა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ეთნობოტანიკური კუთხის მოწყობაში დაეხმარება; მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

მემორანდუმი საქართველოში გავრცელებული საკვები, დეკორატიული და სამკურნალო კულტურული სახეობების ადგილობრივი ჯიშების შესწავლასა და პოპულარიზაციას გულისხმობს. 

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მოეწყობა ერთობლივი სადემონსტრაციო ნაკვეთები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ახალი წამოწყება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

„სამწუხაროდ, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ცნობადობა ძალიან დაბალია; მივესალმებით ახალ წამოწყებას თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეიქმნას ეთნობოტანიკური კუთხე, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა მასშტაბურად წარმოვაჩინოთ ქართული ჯიშის ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლოვანი, ხეხილოვანი კულტურები და ვაზი“, - აღნიშნა უჯმაჯურიძემ.

მისი განცხადებით, ცენტრი მზად არის ბოტანიკურ ბაღთან სხვადასხვა მიმართულებით სათანამშრომლოდ, მათ შორის, ბაღის კუთვნილ ლაბორატორიებში განახორციელოს ნიადაგის ანალიზი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics