|
2018-04-02 15:09:52, 2277 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი დიპლომატების გაძევებაზე: ეს ბავშვურ თამაშს ჰგავს და მასში ჩაბმას არ ვაპირებთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით, "სკრიპალის საქმის" გამო რუსი დიპლომატების გაძევება ბავშვურ თამაშს ჰგავს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთი ამ თამაშში ჩაბმას არ აპირებს. "კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს და ამ კითხვებს თავს ვეღარ აარიდებენ. ჩვენი ბრიტანელი კოლეგები ბავშვურ თამაშებში არიან ჩაბმული", - განაცხადა ლავროვმა. კონფლიქტი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ოფიციალური კრემლი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამლვაში და ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ რუსეთმა ბრალდებები უარყო. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის ბრალდებებს "პოლიტიკური შოუ" უწოდა. აღნიშნული სკანდალის აგორების შემდეგ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა ნატოს- და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. ამ დროისთვის სულ 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებული. საპასუხოდ, კრემლმა ამ დროისთვის 23 ქვეყნის დიპლომატის გაძევების განკარგულება გასცა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)