|
2018-04-02 15:05:02, 2101 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი: გაერო „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა
ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირებისა და ინფორმაციის მინისტრის გილად ერდანის განცხადებით, ისრაელმა გაერო-სთან არ უნდა ითანამშრომლოს, რადგან ის „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა. როგორც მან აღნიშნა, ისრაელს ღაზას სექტორის საზღვართან მომხდარი ინციდენტების გამოძიება დამოუკიდებლად შეუძლია. „გაერო-სთან თანამშრომლობისთვის არც ერთი მიზეზი აღარ არსებობს. გაერო მტრული სტრუქტურაა. ის ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა“,- განაცხადა ერდანმა. შეგახსენებთ, რომ 30 მარტს რამდენიმე ათასმა პალესტინელმა ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის საზღვრთან დემოსტრაცია მოაწყო, რაც შემდგომში არეულობაში გადაიზარდა. მომხდარის შედეგად 16 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, მოკლული პალესტინელიდან სულ მცირე 10 ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)