|
2018-04-01 12:38:17, 1293 ნახვა
სამხედრო
თურქეთში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა
რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში - თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. მასპინძელი ქვეყნის მინისტრმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა ლევან იზორიამ, ნურეთინ ჯანიქლიმ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლეგებმა სამმხრივი მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სამი ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონში სამაგალითოა. „მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ ფორმატებს ითვალისწინებს და ადექვატურად ასახავს იმ დინამიკას, რომელიც წლების განმავლობაში მივიღეთ და საუკეთესო საფუძველს გვაძლევს მომავალი განვითარებისთვის",- აღნიშნა იზორიამ. ლევან იზორიამ თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრით დაიწყო, სადაც მას თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა. ანკარადან თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად სამმხრივ მინისტერიალზე დასასწრებად ქალაქ გირესუნში გაემგზავრა. ორდუ-გირესუნის აეროპორტში სპეციალურად მინისტრთან შესახვედრად თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები მივიდნენ. გირესუნისა და ორდუს ვილაიეთებში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის მოქალაქეებმა საქართველოს დელეგაციას გულთბილი და ემოციური დახვედრა მოუწყვეს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)