|
2018-04-01 10:13:51, 1816 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე : ვამაყობთ იმ წინსვლით, რაც გვაქვს დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
დღეს ჩვენ, ჩვენი პრაგმატული, რაციონალური საგარეო პოლიტიკის წყალობით მოვახერხეთ და მივაღწიეთ სტაბილურობის მაღალ ხარისხს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარტია „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ხელისუფლება ამაყობს იმ წინსვლით, რომელიც 2012 წლის შემდეგ არის. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მოგმართოთ, ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც გული შეგტკივათ ჩვენს ქვეყანაზე და რომლებიც ერთგულად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პარტიასთან ერთად. ზუსტად თქვენი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით, მათ შორის ჩვენ ვამაყობთ, რა თქმა უნდა, იმ წინსვლით, რომელიც გვაქვს დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ჩვენი მიზანი არის ის, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ ის მთავარი მიღწევა, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან, არამედ ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს მიღწევა და კიდევ უფრო გავაძლიეროთ, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ კეთდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მყარ საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. „ასევე ჩვენ დავაანონსეთ დეცენტრალიზაციის რეფორმა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის რგოლი ხელისუფლების, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოსახლეობასთან და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თვითმმართველობის გაძლიერებას ენიჭება საკვანძო როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. ასევე ჩვენი ეკონომიკა ვითარდება და ვითარდება სწრაფი ტემპით. ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი გასულ წელს, ევროპის მასშტაბით, მათ შორის ჩვენს რეგიონში, რაც არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, საქართველოში სტაბილურობის ხარისხის თვისობრივი ამაღლება. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა გვქონდა 2008 წელს, განსაკუთრებით ომის შემდგომ პერიოდში და ომის შემდგომ წლებში. დღეს ჩვენ, ჩვენი პრაგმატული, რაციონალური საგარეო პოლიტიკის წყალობით მოვახერხეთ და მივაღწიეთ სტაბილურობის მაღალ ხარისხს ჩვენს ქვეყანაში, რაც არის ბუნებრივი აუცილებელი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)