|
2018-03-30 18:35:17, 2897 ნახვა
მსოფლიო
„რუსეთი უფლებას იტოვებს, საპასუხო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაშიც გადადგას“ - მოსკოვი 23 ქვეყნის დიპლომატს აძევებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან უცხოელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთმა ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაიბარა. "მათ გადაეცათ საპროტესტო ნოტები და განუცხადეს, რომ ბრიტანეთის დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გამო, რუსული მხარე საპასუხოდ პერსონა ნონ-გრატად აცხადებს ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეუერთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას საპასუხო ნაბიჯები მათთან მიმართებაშიც გადადგას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)