|
2018-03-30 14:01:53, 2185 ნახვა
ეკონომიკა
მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება
სასტუმრო „რუმს თბილისში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდმა (UK Good Governance Fund/GGF) მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლეს. შეხვედრაზე, ასევე, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დანერგვის, პოტენციური სარგებლისა და ძირითადი მოთამაშეების შესახებ დისკუსია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ და ბრიტანეთის საელჩოს რეგიონული პორტფოლიოს ხელმძღვანელმა, ბენ ლუკოკმა. პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური დახმარების პროექტის - „ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების გაუმჯობესება მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის შემუშავებას, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურმა უნდა დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე. მთავარი სარგებელი, რასაც ზემოაღნიშნული სტანდარტის დანერგვა მოუტანს მეოთხე კატეგორიის საწარმოებს: • ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა; • ბიზნესის შემდგომი განვითარება; • ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდა; • კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ღონისძიება გაიმართა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით. პრეზენტაციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებების, საქართველოში მოქმედი ბანკების, პროფესიული ასოციაციების, აკადემიური ინსტიტუტების, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მეოთხე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლები.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)