|
2018-03-29 14:09:05, 2109 ნახვა
მსოფლიო
„სკრიპალის საქმის“ გამო, 700-მდე რუსი ბიზნესმენი შესაძლოა, ვიზის გარეშე დარჩეს
დიდი ბრიტანეთი, "სკრიპალის საქმის" გამო, იმ რუსი ბიზნესმენების ვიზებს გადახედავს, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციის ჩადების პირობით ჩავიდნენ, - ამის შესახებ Bloomberg ქვეყის შინაგან საქმეთა მინისტრზე ამბერ რუდზე დაყრდნობით იუწყება. როგორც შს მინისტრმა განმარტა, უწყება საერთო ჯამში 700-მდე რუსი მოქალაქის ე.წ. ინვესტორის ვიზას გადახედავს, რომლებიც ქვეყანაში 2008 წლიდან 2015 წლამდე ჩავიდნენ. ამბერმა დასძინა, რომ აღნიშნული ვიზის მიღების წინაპირობა დიდ ბრიტანეთში, სულ მცირე 2.8 მილიონ დოლარამდე მოცულობის ინვესტიციის ჩადების ვალდებულებაა. გარდა ამისა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტმა ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ "რუსულ კორუფციას" ბრიტანეთში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, პოლიცია შეძლებული რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებსაც შეამოწმებს. კონფლიქტი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ოფიციალური კრემლი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამლვაში და ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის ბრალდებებს "პოლიტიკური შოუ" უწოდა. აღნიშნული სკანდალის აგორების შემდეგ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა ნატოს- და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. ამ დროისთვის სულ 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)