|
2018-03-28 16:18:53, 2235 ნახვა
მსოფლიო
Tass - კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი შესაძლოა, მიზანმიმართულად გააჩინეს
კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი შესაძლოა მიზანმიმართულად გააჩინეს, - ამის შესახებ Tass წყაროზე დაყრდნობით იუწყება. როგორც სააგენტოს წყარო აცხადებს, აღნიშნული ვერსია მოწმეების ჩვენებებითაც დასტურდება. "სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა. ხანძარი მშრალ აუზში გაჩნდა, სადაც პარალონი იყო ჩაფენილი. გარდა ამისა, ასევე სხვა ვერსიების განიხილება. ხანძრის დროს არ ჩაირთო განგაში და სავინტილაციო სისტემა გაუმართავი იყო“, - განაცხადა წყარომ. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილების უმეტესობა კინოდარბაზში იპოვეს. შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)