|
2018-03-28 14:51:57, 1255 ნახვა
კომენტარი
კალაძე: დღევანდელ შეხვედარზე ოპოზიცია თუ არ არის, ეს მათი პრობლემაა
"ჩვენ გვქონდა სრუვილი, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია, ელემენტარულ კითხვას ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით",-ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის განხილვის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია დოკუმენტს არ გაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ მერიის მხრიდან რამდენჯერმე იყო მიმართვა, ჩართულიყვნენ ამ პროცესში. “ჩვენ უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია რაზეა საუბარი, რა დოკუმენტია წარმოდგენილი, რა შენიშვნები აქვს დედაქალაქის მერიას და ზოგადად როგორ წარიმართა პროცესი. აქ ძირითადად იქნებიან დედაქალაქის საკრებულოს დეოუტატები. თუ ოპოზიცია არ არის, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ გვქონდა სრუვილი, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია, ელემენტარულ კითხვას ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტს არ გაცნობიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან რამდენჯერმე იყო მიმართვა, რომ ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელიც დედაქალაქმა უნდა მიიღოს. მათ ეს არ ისურვეს. გასაგებია რატომაც და ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დღე, როდესაც ისინი ცდილობდნენ ამ შეხვედრის ჩაშლას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ“, - აღნიშნა კალაძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)