19:15 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 11:45:16, 1370 ნახვა

საზოგადოება
კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სანერგე მურნეობის მოწყობა მიმდინარეობს

კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სანერგე მეურნეობის მოწყობა მიმდინარეობს ეროვნული სატყეო სააგენტო, მიმდინარე წლის აპრილიდან, იწყებს ბზის კორომების დაზიანებული ფართობების დამუშავებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 550 ჰა-მდე ფართობი. შეწამვლითი სამუშაოები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სამჯერ განხორციელდება (გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით).

დაზიანებულ ფართობებზე ასევე ხდება ალტერნატიული ბრძოლის მეთოდის, ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენების გამოცდაც.

გარდა ბრძოლის ღონისძიებისა, დაგეგმილია ბზის აღდგენის ღონისძიებებიც.

კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ეროვნული სატყეო სააგენტო საკონსერვაციო ღონისძიებებსაც ახორციელებს, შექმნილია თესლის ბანკი, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარეობს კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის მოწყობა.

2016 წელს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბზის კორომების შეწამვლითი სამუშაოები ბიოლოგიური პრეპარატით საქართველოს სამ რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განახორციელა.

2017 წელს, მავნებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 150 ჰა ფართობზეც, სადაც სააგენტომ ასევე განხორციელდა შეწამვლითი სამუშაოები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე, იმერეთის რეგიონის ზოგიერთ მონაკვეთში დაფიქსირდა მავნებლის გარკვეული რაოდენობით შემცირება და დაზიანებული ნარგაობის რეგენერაცია.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics