|
2018-03-28 09:55:06, 1791 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინს შეხვდა
ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი, პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია“ ავრცელებს. როგორც სი ძინ პინმა აღნიშნა, მშვიდობის შესანარჩუნებლად და ორი სახელმწიფოს საერთო ინტერესების დაცვის მიზნით, ფხენიანთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. „ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდობას შორის კონტაქტების გაძლიერებას და მათ გაფართოვებას, რათა მათ არსებული მეგობრული ტრადიციები მემკვიდრეობით გადავცეთ“, - განაცხადა სი ძინ პინმა. მისივე თქმით, კიმ ჩენ ინის ვიზიტი მოწმობს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ჩინეთთან პარტიათაშორისი კავშირების გაძლიერებას. „ჩინეთთან მეგობრობის განვითარება ჩვენი არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში 25-დან 28 მარტამდე გაგრძელდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)