|
2018-03-27 14:39:08, 2197 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი „თალიბანის“ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ, სანქციებს მოუხსნის
„ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს მოძრაობა „თალიბანის“ იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მოგერინი ავღანეთის საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით, „სამშვიდობო პროცესი, თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და რეგიონალური თანამშრომლობის სფეროში“ დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, „თალიბანმა“ უნდა გამოავლინოს გამბედაობა და მიიღოს სამშვიდობო შეთავაზება ავღანეთის პრეზიდენტის მხრიდან, რათა ქვეყანაში ომი დასრულდეს. „ჩვენ შეგვიძლია იმ ადამიანებთან მუშაობა, ვინც იარაღს გადადებს. ასევე შეგვიძლია მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, რათა მათ საკუთარი ადგილი მონახონ სამოქალაქო ცხოვრებაში“, - განაცხადა მოგერინიმ. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი "თალიბანის" პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების ინიციატივით გამოვიდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)