|
2018-03-27 14:23:30, 1380 ნახვა
კომენტარი
ილია ელოშვილი: გენგეგმაზე მუშაობის პროცესში მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება. „ეს არ არის განახლებული გენგეგმა და არ არის სამუშაოდ გამოსაყენებელი დოკუმენტი, რიგი მიზეზების გამო: როგორც შემდგომში დოკუმენტში იკითხება, გენგეგმის შემუშავების პროცესში ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგია გამწვანების შესახებ, სტრატეგია ფონდების შესახებ, სტრატეგია ავარიული სახლების ჩანაცვლების შესახებ, ტრანსპორტის სტრატეგია და ბევრი სხვა სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრავი. ამას ემატება ის, რომ მუშაობის პროცესში მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება, რადგან ჯგუფის განცხადებით, მათ არ ევალებოდათ ამის ანალიზი. ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება ემყარება თეზისს, რომ „ჩვენ შემოგთავაზეთ, ხოლო შემდგომში თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი კერძო საკუთრების კუთხით ან ბიზნესის განვითარების კუთხით, ეს უკვე თქვენ თვითონ გაარკვიეთ“, - აცხადებს მერის მოადგილე. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი სითი ინსტიტუტის ხედვას წარმოადგენს და არა არსებული გენგეგმის განახლებულ ვარიანტს. „ეს არის სითი ინსტიტუტის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქი, შემდგომში ამის განხორციელება მთლიანად გადმოდის მერიაზე, შესაბამისად, საჭიროა რიგი სერიოზული კვლევებისა და პროექტების განხორციელება, რომ საბოლოო ჯამში ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გვაქვს განახლებული ვარიანტი იმ გენგეგმისა, რომლითაც, ცუდია თუ კარგია, ხელმძღვანელობს მერია და ქალაქი“, - განმარტავს ილია ელოშვილი. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა ამჟამად სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს და მას სითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, პროფესიული წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)