|
2018-03-27 12:18:17, 1918 ნახვა
მსოფლიო
ახალი ზელანდიის პრემიერი: რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები ვერ ვიპოვეთ - რომ აღმოგვეჩინა გავაძევებდით
ახალი ზელანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსი ჯაშუშები ვერ იპოვა, ამიტომ ვერავის გააძევებეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა ადგილობრივ რადიოსთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სულ არ აკვირვევს ის ფაქტი, რომ ახალი ზელანდია რუსეთის დაზვერვისთვის პრიორიტეტული არ არის. ახალი ზელანდიის პრემიერმა აღნიშნა, რომ სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის გამო, საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერას უცხადებს. „ჩენ შევამოწმეთ და რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები ვერ ვიპოვეთ, რომ აღმოგვეჩინა გავაძევებდით. საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს უამრავი სხვა ინტერესი აქვს. ამიტომ არ მიკვირს, რომ ახალი ზელანდია მათ ნუსხაში არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს და ვიმუშავებთ იმ ზომებზე, რომლითაც ახალი ზელანდია სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის გამო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერას გამოუცხადებს”, – განაცხადა ჯასინდა არდერნმა. შეგახსენებთ, რომ 22-მა ქვეყანამ, ჯამში 136 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)