|
2018-03-26 19:20:41, 1714 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნინო თანდილაშვილისგან უფლებამოსილების გადამეტების ნიშნების არსებობას არ იზიარებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდების პასუხად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროსზე, თამარ ბაგრატიაზე ზეწოლა არ მომხდარა. სამინისტრო ასევე არ იზიარებს მინისტრის მოადგილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რაიმე ნიშნების არსებობას: „„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული შერწყმა/რეორგანიზაციის გათვალისწინებით, იმ უფლებამონაცვლე სამინისტროებს და მათ სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული პროცესი, უნდა უზრუნველეყოთ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო წესს გარდამავალი, შერწყმა/რეორგანიზაციის პერიოდისათვის. უკონკურსოდ გადაყვანის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულ თანამდებობაზე გადასაყვანი პირის კვალიფიკაცია და შესაბამისობა კონკრეტული თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, განხორციელდა სამინისტროების შერწყმა/რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა ყოფილ სამინისტროებში დასაქმებულ პირთა გადანიშვნა შესაბამის თანამდებობეზე, მათ შორის, თეიმურაზ მთივლიშვილისაც, რომელიც გადაყვანილი იქნა სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. თეიმურაზ მთივლიშვილი სრულიად აკმაყოფილებს ამ პოზიციისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცებულია სააგენტოს უფროსის ბრძანებით 2017 წლის ბოლოს. გასათვალისწინებელია, ისიც რომ სააგენტოს ყოფილ უფროსს, შეეძლო არ დაეკმაყოფილებინა თეიმურაზ მთივლიშვილის განცხადება და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მის ამ პოზიციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურში მოხელეები პოზიციებს უნდა იკავებდნენ პროფესიული ნიშნითა და კვალიფიკაციის მიხედვით. თუკი შემდგომ სამუშაო პროცესში გამოვლინდება, რომ მოხელე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეოებებს ჯეროვნად, ამისათვის, კანონმდებლობით არსებობს შეფასების სისტემა, რაც აძლევს ხელმძღვანელს შესაძლებლობას მიიღოს მისი გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)