|
2018-03-26 17:49:19, 1777 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით კახეთში სასტუმრო „Akhasheni Wine Resort“-ი გაიხსნა
„საქართველს ბანკისა“ და KTW ჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად კახეთში, კერძოდ სოფელ ახაშენში საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო „Akhasheni Wine Resort“ გაიხსნა. „Akhasheni Wine Resort“ KTW Group–ის ახალი პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. „Akhasheni Wine Resort“ გათვლილია, როგორც ადგილობრივ დამსვენებელზე, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში განთავსებულია 41 ნომერი, აქედან ორი ნომერი სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი სასტუმრო კახეთის რეგიონში, რომელსაც მსგავსი ტიპის ნომრები გააჩნია. „Akhasheni Wine Resort“-ში სტუმრებისთვის ასევე არის, საკონფერენციო და გასართობი სივრცეები, 4 საცურაო აუზი, ღვინის მარანი და ვენახი. სასტუმროს პროექტის ჯამური მოცულობა 2.3 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, პროექტების DCFTA–ის და „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში. „თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. KTW ჯგუფთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და 10–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი წარმატებული პროექტისა. სრულიად ახალი სასტუმროს „Akhasheni wine resort“ -ის მშენებლობა კახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ღვინის ტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
(R)
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)