|
2018-03-26 11:29:14, 2031 ნახვა
მსოფლიო
Facebook-ის გარშემო აგორებული სკანდალი მარკ ცუკერბერგს 58 მილიარდი დოლარი დაუჯდა
Facebook-ის კაპიტალიზაცია ერთ კვირაში 58 მილიარდი დოლარით დაეცა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. გარდა ამისა, კომპანიის აქციები 159.39 დოლარით გაუფასურდა და 177.1 დოლარიან ნიშნულზე ჩამოვიდა. Facebook-ს ფინანსური პრობლემები Cambridge Analitica-ს სკანდალის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, 18 მარტს, მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიების თანახმად, Cambridge Analytica დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა. მასალების მიხედვით, კომპანიამ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მილიონ მომხმარებელზე მონაცემები, რათა ამის მეშვეობით არჩევნებში დონალდ ტრამპს მოეგო. დადგინდა ასევე, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად აეწყო კომპანიის მონაცემებზე. გამოძიების დაწყების შემდეგ Facebook-ს რიგი პრობლემები შეექმნა, რადგან მესამე პირისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა Facebook-ის პოლიტიკის ერთ-ერთი დარღვევაა. აგორებული სკანდალის შემდეგ კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დაკითხვის სურვილი ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში გაჩნდა. ცუკერბერგს საჯარო ბოდიშის მოხდაც მოუწია. "ჩვენ გვაქვს თქვენი ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებლობა. და თუ ამას ვერ ვაკეთებთ, ესე იგი არ ვიმსახურებთ ნდობას“, - ნათქვამია განცხადების შესავალში, რომელსაც ხელი მარკ ცუკერბერგმა მოაწერა. სკანდალის ფონზე ინტერნეტში გავრცელდა მორიგი კამპანია #DeleteFacebook (წაშალე ფეისბუქი). აღნიშნულ კამპნიის ცნობილი ადამიანები უკვე შეუერთდნენ. მათ შორის არის მსახიობი ჯიმ ქერი, რომელმაც სოციალურ ქსელში ანგარიში ერთ-ერთმა პირველმა, ჯერ კიდევ თებერვალში გააუქმა, ასევე მომღერალი შერი, WhatsApp-ის დამფუძნებელი ბრაიან ქტონი და სხვები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)