08:22 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 17:35:33, 2474 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს - ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ

საქართველოს პრეზიდენტი, შვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვას დაესწრო, ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის, ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე - ეს არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი და ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ, კიდევ უფრო მუხანათური გეგმა განხორციელდა, სურდათ ჩვენთვის თითქოს შეურაცხყოფა მოეყენებინათ ცხედრის არგადმოცემით.

დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველოც, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს. ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება.

მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ: -  ჩვენ ეს გაგვივლია და გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებულები გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics