|
2018-03-24 15:13:45, 1829 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ფხალაძე - მნიშვნელოვანია რუსეთის უკანონო ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციასა და აშშ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება. "ამაზე არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პრეზიდენტს და კონსოლიდირებული ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი რეზოლუცია მივიღეთ. დღეს არსებული მშვიდობიანი მექანიზმები და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოხერხდეს არსებული ვითარების გარდატეხა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება, რათა იქ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შეუმსუბუქდეს ის უმძიმესი ყოფა, რაც დღევანდელ დღეს იქ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერაა შექმნილი", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და ის პოლიტიკა, რომელსაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია, გამყარდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. "დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლაც უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს საქართველოს როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან; მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის, ასევე კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერის კაპიტალიზაცია. მიღებული დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის არა მხოლოდ ამყარებს არაღიარების პოლიტიკას, არამედ იქ საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან და სოლიდურ ფინანსურ დახმარებაზე, რამაც საქართველოს ხელი უნდა შეუწყოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა", - აღნიშნა ფხალაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)