|
2018-03-24 14:42:47, 1739 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ
„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ჟენევის ფორმატს და პრობლემისადმი ხელისუფლების მიდგომას. ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა. „ევროპული საქართველო“ განმარტებებს ითხოვს ჟენევის ფორმატში კონსულტაციების მომდევნო რაუნდზე დაგეგმილი დოკუმენტის ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერის დეტალებზე. ,,ჟენევის ფორმატში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც შექმნის ცრუ განცდას, რომ თითქოს პროგრესი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო საზარელი მკვლელობის ფონზე და ზოგადად რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, მითუმეტეს, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას საკუთარი პროპაგანდისტული პოზიციის და ვითომ სამართლებრივი პოზიციის გაძლიერების არ უნდა გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ, რაც ჯერ არ მომხდარა და ამაში მათშორის ჟენევის გამოყენება. მხოლოდ ჟენევა ამისთვის ვერ გამოდგება. ეს არის ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)