|
2018-03-23 17:02:10, 1831 ნახვა
საზოგადოება
ესპანეთის დელეგაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორტორია მოინახულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას INIA-ს კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ეწვივნენ და ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ. მათ ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე დაათვალიერეს. შეხვედრის მიზანი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის სპეციალისტებისა და ესპანელი კოლეგების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება. მათ დეპარტამენტების უფროსებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიაში დანერგილ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ კვლევის მეთოდებზე, ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და INIA-ს კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლას მოიცავს.
(NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)