|
2018-03-23 16:46:48, 2432 ნახვა
მსოფლიო
ადვოკატი: სააკაშვილს მოქალაქეობა გაყალბებული განაცხადის საფუძველზე ჩამოართვეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ნაზარ კულჩიცკის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის საბუთებში გაყალბებული საბუთია ჩადებული. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც კულჩიცკიმ განმარტა, საუბარია სააკაშვილის განაცხადზე, რომელიც მან უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად შეავსო. მანვე დასძინა, რომ არსებულ საბუთზე ყოფილი პრეზიდენტის ხელმოწერა გაყალბებულია. "მოქალაქეობის მიღების განაცხადზე სააკაშვილის გაყალბებული ხელმოწერა ფიქსირდება. საქმეში არ ფიგურირებს პოლიტიკოსის ნამდვილი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა თავის განაცხადში მიუთითა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, ხოლო გაყალბებულ განაცხადში ამის შესახებ ინფორმაცია არ ფიგურირებს. სწორედ ამის საფუძველზე პოროშენკომ ჩამოართვა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოს მოქალაქეობა", - განაცხადა ადვოკატმა. კიდევ ერთი ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან. "ამ ეტაპზე სააკაშვილს არ აქვს მოქალაქეობა და მისი უფლებები შეზღუდულია. მას არ შეუძლია უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს", - დასძინა ჩერნოლუცკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)