|
2018-03-23 15:13:00, 2405 ნახვა
მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო
უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებითაა დაკავებული, შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შევჩენკოვის რაიონულ სასამართლოში სავჩენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. მედიის ცნობით, უკრაინის გენერალური პროკურატურა დეპუტატისთვის 2-თვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ამასთან, დაკავებამდე სავჩენკომ აღნიშნა, რომ პროკურატურასთან თანამშრომმლობაზე უარს აცხადებს, თუ უწყების მხრიდან ასეთი ტიპის შემოთავაზება იქნება. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო 21 მარტს დააკავეს. მანამდე მას დეპუტატის მანდატი შეუჩერდა. 15 მარტს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრიანის პარლამენტში ტერაქტს გეგმავდა. გარდა ამისა, უმაღლეს რადაში აჩვენეს ვიდეო, სადაც დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მომხრეებთან ერთად უკრაინაში გადატრიალების გეგმას განიხილავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)