|
2018-03-23 13:16:50, 1560 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი სტუმარი, რომ საბაგიროები ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში დამონტაჟებული ყველა საბაგირო ტექნიკურად გამართულია. მისივე თქმით, პერსონალი, რომელც საბაგიეროებზე მუშაობს კვალიფიციურია. "მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი სტუმარი, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, ყველა საბაგიროს აქვს შემოწმება გავლილი. პერსონალი არის აბსოლუტურად გადამზადებული და შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ ის ინსტრუქციები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დღეს საზოგადოებას გუდაურში მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ დასკვნა გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომხდარის მიზეზი ოპერატორის შეცდომა გახდა. შეგახსენებთ, 16 მარტს, გუდაურში „საძელეს“ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)