15:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 10:11:47, 1511 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა თბილისის N75-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სიმულაციური სწავლება ჩაუტარა

თბილისის N75-ე ბაგა-ბაღმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა, რომლებმაც ბაღის აღსაზრდელებს სატრანსპორტო მოძრაობის წესებზე სიმულაციური სწავლება ჩაუტარეს. 

სტანდარტული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემის - „ტრანსპორტი“ სასწავლებლად, ბაღის აღსაზრდელებისათვის რეალურ სივრცეში შეიქმნა საგზაო მოძრაობის სიმულაცია, სადაც ბავშვები იყვნენ როგორც ქვეითები, ისე მგზავრები. მათ ისწავლეს თუ როგორ უნდა გადაკვეთონ გზა, რა მოეთხოვება ქვეითს, როგორ მუშაობს შუქნიშანი და რა მნიშვნელობა აქვს საგზაო მონიშვნებს. 

სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის, ბაღის ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ნიშნები აღსაზრდელებთად ერთად მოხატა, საპატრულო ეკიპაჟმა კი საგზაო მოძრაობისათვის დამახასიათებელი ინვენტარი განათავსა. ამავე თემის ფარგლებში, ბაღის ეზოში ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოფინეს.

სიმულაციურ სწავლებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო, რომელმაც საპტრულო ეკიპაჟის წევრებს მადლობა გადაუხადა  ბავშვებისთვის საინტერესო და სასარგებლო ღონისძიების ჩატარებისთვის. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics