|
2018-03-22 17:16:47, 1966 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ჩვენი მიზანია, საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ დარგში ვაქციოთ რეგიონალურ ცენტრად
„ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ასევე, მოხდა ახალი ლოგისტიკური დერეფნის კონცეფციის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე ბათუმის ნავსადგურის გავლით. სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. „ბოლო წლებში, ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში, ხდება მსხვილი ინვესტიციების განხორციელება ქიმიური მრეწველობის დარგში. ეს საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ ჩვენი სატრანსპორტო გამტარუნარიანობა იმ ტვირთის მოსაზიდად, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება კასპიის ზღვის აუზში,“ - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნებში, როგორიცაა: თანამედროვე აბრეშუმის გზა, კასპიის ზღვის დაკავშირება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან შავი ზღვის გავლით. „ამასთან ერთად, ძალიან პოპულარული ხდება დერეფანი, რომელიც გულისხმობს სპარსეთის ყურის დაკავშირებას შავი ზღვის აუზთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ტენდენციებია, ტვირთის სტრუქტურის ცვლილების თვალსაზრისით, ვინაიდან მწარმოებელი ქვეყნები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ გადამუშავებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, გავითვალისწინოთ ახალი ტენდენციები და ჩვენი შავი ზღვის პორტებში განვავითაროთ სწორედ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს მსგავსი ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა კონსორციუმში ისეთი ძლიერი მოთამაშეების მონაწილეობის მნიშვნელობას, როგორიცაა: „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“, კორპორაცია „Mitsubishi“ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტრეიდერული კომპანია Trammo AG. „ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ინფრასტუქტურის განვითარებისთვის, მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროქტი, ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და ქუთაისში. ყველაფერი ერთად, ემსახურება მთავარ მიზანს - საქართველო გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რაც ბევრ დივიდენდს მოუტანს ქვეყანას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი ბუნებრივი ადგილმდებარეობა გვაძლევს ასეთი თამამი განაცხადის გაკეთების საშუალებას“, - განაცხადა ბახტაძემ. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იმისა, რომ ინვესტიციები ხორციელდება პარალელურად, როგორც კასპიის ზღვის, ასევე, შავი ზღვის სანაპიროებზე, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტსა და ბათუმის პორტში. „ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დერეფნის უპირატესობა, რათა პარალელურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა როგორც კასპიის ზღვის, ასევე, შავი ზღვის აუზში. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღნიშნული ინიციატივის დაწყებას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესი“ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე იწყებს თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით, რისთვისაც გეგმავს 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას.
(NS)
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)