|
2018-03-22 12:54:50, 2121 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლა სარკოზი: ბრალს მდებენ ყოველგვარი არსებითი მტკიცებულებების გარეშე
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა, - ამის შესახებ Figaro იუწყება. როგორც სარკოზიმ აღნიშნა, მას ბრალს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დებენ. "ეს ბრალდებები ეფუძნება კადაფის შვილის, ძმის, პრესმდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 1,5%-ის სხვაობით წავაგე. კადაფის ოჯახისა და მისი გარემოცვის მიერ აგორებული საქმე მე ამ 1,5%-ად დამიჯდა“, - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მისი სტატუსის შეცვლა მოითხოვა. საუბარია, იმაზე, რომ სარკოზი ბრალდებულის ნაცვლად - მოწმე ეჭვმიტანილით შეიცვალოს. მსგავსი პრაქტიკა საფრანგეთის სასამართლოში მიღებულია. პირი თავდაპირველად მოწმის სახით ფიგურირებს საქმეში, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით შესაძლოა ბრალდებული გახდეს. ცნობისთვის, ნიკოლა სარკოზის 2007 წელს ლიბიის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. სარკოზის ბრალი წარუდგინეს პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების დაფარვაში. შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლამდე იკავებდა. მანამდე სარკოზი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)