|
2018-03-22 12:01:23, 1237 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის პარლამენტში ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქ. ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნიკო კეცხოველის კონკურსი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსია, რომელიც 2014 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მიერ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტო ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა. 2018 წელს კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონიდან დარეგისტრირებული 700 სკოლიდან, ნახევარფინალურ ეტაპზე 128 სკოლა გადავიდა, ხოლო ფინალისთვის 29 სკოლა შეირჩა. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ. 29 ფინალისტი სკოლიდან 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ფინალში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციით გაფორმებული კერამიკული მინიატურა ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეულს, გორის N12 საჯარო სკოლას გადაეცა. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა ესწრებოდნენ. ნიკო კეცხოველი 2018-ის გამარჯვებულები: ||| ადგილი ოტობაიას სკოლა, || ადგილი მარადისის სკოლა, | ადგილი ლაითურის სკოლა
(NS)
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)