|
2018-03-21 21:59:29, 1451 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: 4 წლის განმავლობაში ვერაფერი მოიფიქრეს იმის გარდა, რომ მარგველაშვილი „ნაცია“
„დაიგეგმა „შავი პიარის“ კამპანია ცოტა კომიკური სათაურით, კომიკური პერსონაჟებით და კომიკური გაფორმებით, რომელსაც თეორიულად თითქოს რაღაც ზიანი უნდა მოეყენებინა ჩემთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს კამპანია ჩავარდა, რადგან არავითარი არგუმენტი არ არსებობდა, რომლითაც მას ვინმე „რაიმე საკითხს წამომაძახებდა“. „ჩვენ ვიხილეთ როგორ წავიდა დინამიკა. წლის პირველი ეტაპი გამოიხატა იმაში, რომ დაიგეგმა „შავი პიარის“ კამპანია ცოტა კომიკური სათაურით, კომიკური პერსონაჟებით და კომიკური გაფორმებით, რომელსაც თეორიულად თითქოს რაღაც ზიანი უნდა მოეყენებინა ჩემთვის. დაიგეგმა პოლიტტექნოლოგიის სრული უუნარობის ჩვენებით და როგორც აიწია ეს ტალღა, ისევე დაენარცხა, იმიტომ რომ რეალურად არავითარი არგუმენტი არ იყო, რომლითაც მე ვინმე რაიმე საკითხს მაინც წამომაძახებდა, წამომიწევდა. კომიკური იყო ეს გალაშქრება ჩემ წინააღმდეგ, რომელიც რომელიღაც პირატექნოლოგმა ესე დაალაგა. ეს იყო უსუსურობის ჩვენება, რომ შენ ერთის მხრივ კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში სათქმელი არაფერი გაქ, ვერაფერს ვერ წამომიწევ იმ კლინიკური პიარის გარდა, რომელიც 4 წლის განმავლობაში იყო, რომ მარგველაშვილი „ნაცია“. ამის გარდა ვერაფერი მოიფიქრეს. მეორე რაც ამას მიება იყო შეწყალება, რომ თურმე მე ვარ ჩემპიონი მკვლელების, მოძალადეების და ნარკოდილერების გამოშვებაში. ფაქტობრივად, დამტკიცდა, რომ ეს არის ძალიან ბინძური, სუსტი, უუნარო და კომიკური პიარსახეებით გაფორმებული კამპანია. ეს ჩავარდა“, -განაცხადა მარგველაშვილმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)