|
2018-03-21 17:14:09, 2250 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა შეაჩერა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინასა და რუსეთს შორის 2011-2020 წლების ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა შეწყვიტა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი იმ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ეწინააღმდეგება პროგრამაში დეკლარირებულ მიზნებს და უკრაინასთან მიმართებაში სავაჭრო და ტრანზიტულ აგრესიაზეა მიმართული. მინისტრთა კაბინეტმა დოკუმენტის მოქმედება შეაჩერა და უკრაინის საგარეო უწყებას ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ინფორმირება დაავალა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა განაცხადა, კიევმა მოსკოვთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მინიმუმამდე უნდა შეამციროს. უკრაინასა და რუსეთს შორის 2011-2020 წლებისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)