|
2018-03-21 13:38:57, 1661 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მიხაილ რუსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსის შეხვდა, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბელარუსის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, რომელიც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორმხრივი ქართულ-ბელარუსული პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოში ლიფტების ამწყობი საწარმოს ამოქმედებას შეეხება. აღინიშნა, რომ პროექტის ამოქმედება შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილიოვლიფტმაშის“ და მისი ქართველი პარტნიორის SIS Business Service-ის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის გამართვა, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აღინიშნა, რომ ფორუმზე რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)