13:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 00:28:49, 2191 ნახვა

საზოგადოება
ხოჯევანიშვილი: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რათა ტატუნაშვილის გადმოსვენება მომხდარიყო

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა მომხდარიყო არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება", - ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ცხედარს ექპერტიზა თბილისში ჩაუტარდება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება ამ ყველასთვის საზარელი ფაქტის გარშემო. გამოძიების ფარგლებში, მოხდება არჩილ ტატუნაშვილის სხეულის ექსპერტიზა, რის შემდგომაც, რამდენიმე საათში, მოხდება მისი გადასვენება თავის საკუთარ სახლში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიება მოხდეს სრულყოფილად, გამოვლინდეს დამნაშავეთა ჯგუფი და მოხდეს მათი დასჯა", - განაცხადა შს უწყების წარმომადგენელმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics