|
2018-03-20 18:30:30, 1857 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ 20 მარტს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით - განსაკუთრებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საიმედო მხარდაჭერას ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში,მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და KfW-ის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)