12:15 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 14:28:08, 1515 ნახვა

საზოგადოება
გასულ წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა

2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი - 418-მა მამაკაცმა და 477-მა ქალმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 59-მა პირმა სახელი ან გვარი ორჯერ შეიცვალა, ხოლო ერთმა პირმა - 4-ჯერ.

ცნობისთვის, 6 მარტის მთავრობის სხდომაზე საქართველოში გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ გვარის შეცვლა საერთოდ არ იკრძალება, არამედ მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა მკაცრი პოლიტიკით იცვლება. გვარის შეცვლის წესის გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევის გახშირებულ ფაქტებს  უკავშირდება. გვარის შეცვლა მოქალაქეს სრულწლოვანების ასაკში ერთხელ შეეძლება (აქ იგულისხმება გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძვლით, მშობელთა შეერთებული გვარის, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის მიღება) გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმე ქორწინება-განქორწინებასთან  გვაქვს.

ცვლილებები საბოლოოდ დასამტკიცებლად  საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics