03:05 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 11:07:17, 718 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალში პუტინმა ხმების 92,8% მიიღო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 17 500 ადამიანმა მიიღო, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინმა ხმების 92,8% მიიღო.

"2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით აქტივობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ აქტივობა ძალიან მაღალი იყო, რადგან მონაწილეობა არჩევნებში 17.5 ათასმა ადამიანმა მიიღო", - აცხადებენ დე-ფაქტო საელჩოში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76.6% მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics