|
2018-03-19 17:06:07, 1836 ნახვა
კომენტარი
გენადი არველაძე: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო კურორტებზე არსებულ ყველა საბაგიროს დამატებით ამოწმებს
„დღეს დილიდან ექსპერტები სწავლობდნენ დოკუმენტაციას, ახლა ავდივართ საბაგიროსთან, რომ ადგილზე გაგრძელდეს დამატებითი კვლევა“, - ამის შესახებ გენადი არველაძემ გუდაურში ჟურნალისტებს განუცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან და კვლევის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გუდაურში იმყოფება, სადაც 16 მარტს საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. „როდის გვექნება საბოლოო შედეგი, ამის კონკრეტულ დროს ჯერ ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს ძალიან დეტალური ექსპერტიზა და გამოძიების პროცესი - მათ შორის დოკუმენტაციის შესწავლა, ადგილის დათვალიერება, ტექნიკური შემოწმებები და ასე შემდეგ“, - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტები დამატებით ამოწმებენ მთის კურორტებზე არსებულ სხვა მოქმედ საბაგიროებსაც.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)