|
2018-03-19 11:53:19, 1498 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ეს არის იმ პრემიერის განცხადება, რომელსაც აღებული აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადების კრიტიკა მიუღებელია. როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება იყო იმ პრემიერის, რომელსაც აქვს აღებული პასუხისმგებლობა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. თალაკვაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება სახელმწიფოს მიზნებთან სრულ თანხვედრაშია: "არ დაგეთანხმებით იმ შეფასებებში, რომელიც პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით გავაკეთეთ პრემიერის განცხადება იყო იმ ადამიანის, იმ პრემიერის განცხადება, რომელსაც აქვს აღებული პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და გუნდთან ერთად ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. ვინაიდან ყველგან ყველაფერი შედეგებით იზომება, გთხოვთ, დავფიქრდეთ იმ პოლიტიკის შედეგებზე, რომელსაც უჭერთ მხარს. შედეგები კი მარტივად ჩანს. ჩვენმა პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ საქართველოს, მიუხედავად დარღვევებისა, რაც ხდება, მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა და ის, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა",-განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა რეზოლუციაში გათვალისწინებული არ იქნება. "ცალსახად იყო შეფასებული დადებითად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყველა ის ფორმატი, რომელსაც საქართველო იყენებს. ვერ და არ მოხდება ამ საკითხის გათვალისწინება",-აღნიშნა თალაკვაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)