07:35 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 10:41:57, 1929 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: 100 წლამდე ხომ არ ვიქნები ქვეყნის პრეზიდენტი ?

100 წლამდე ხომ არ ვიქნები ქვეყნის პრეზიდენტი?, - ასე უპასუხა რუსეთის ფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, მიიღებს თუ არა პუტინი 2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„მოდით დავითვალოთ. სასაცილოა, ას წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი? არა, არ ვიქნები. რაც შეეხება იმას, ნახავენ თუ არა რუსები ახალ პუტინს, ყველაფერი თავის დინებას მიყვება, ყველაფერი იცვლება“, - განაცხადა პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი, კვლავ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია.  ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შედეგად, მან ხმების 76.65% მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics