|
2018-03-16 15:42:21, 1388 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე - თუ „სითი პარკის“ თანამშრომლებზე დაფიქსირდება აგრესია ან თავდასხმა, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კომპანიის მიერ მერიისთვის ფუნქციების გადაბარების საკითხზე იმსჯელეს. როგორც ხმალაძემ განმარტა, 10 აპრილიდან პარკირების მონიტორიგნს თბილისის სატრანსპორტო კომპანია უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს. "შეხვედრის აზრი იყო ის, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სათანადოდ გავატაროთ ის ორგანიზაციული ღონისძიებები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ 10 აპრილიდან უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს პარკირების მონიტორინგი სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. ჩვენ რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწევს მათთან ერთად, რათა სათანადოდ მოხდეს პროცესის გადმობარება", - განაცხადა ხმალაძემ. გარდა ამისა, ვიცე-მერი გამოეხმაურა კომპანია ”სითი პარკის” განცხადებას თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აგრესიის ან თავდასხმის შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებენ. „ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია ინსპექტორების მიმართ აგრესიის გამოვლენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას ისევ "სითი პარკი" განახორციელებს და აუცილებელია, ამ კომპანიას ჰქონდეს საშუალება განახორციელოს პარკირების მენეჯმენტი. თუკი დაფიქსირდება აგრესია, თავდასხმა ამას მოჰყვება შესაბამისი ზომები", - განაცხდა ირაკლი ხმალაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)