|
2018-03-16 14:37:02, 1494 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია: საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ
„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ",- ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ შემუშავებული ცვლილებები კიდევ უფრო აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს, ეყრდნობა რა, სწორედ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. ვენეციის კომისია მიესალმება შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. გარდა ამისა, ვენეციის კომისია მიესალმა იმ გარდამავალ ზომებს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის ითვალისწინებს. საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად დაუშვა პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობა არჩევნებში, რაც ვენეციის კომისიის აზრით, ხელს შეუწყობს შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში და გაზრდის პლურალიზმს. ამასთან, ვენეციის კომისია იწონებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პარტიაზე გადანაწილებას, ვინც გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 2017 წლის 15 დეკემბერს მიიღო, მცირე პარტიებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და საქართველოში პლურალიზმის უზრუნველყოფას ემსახურება. „ვენეციის კომისია იძლევა ხელმეორე დადებით შეფასებას და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე. ახალი ცვლილებები აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს. კომისიის მიერ მეორე დასკვნის მიღებამდე, 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ შეიტანდა ცვლილებებს ტექსტში. ცვლილებების პროექტი მოიცავს დაპირებულ ცვლილებებსაც და ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს",- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია, რომ ვენეციის კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის. კომისიის დასკვნას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)