|
2018-03-15 21:36:16, 24319 ნახვა
სპეციალური ანონსი
16 მარტის ანონსი
16 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ელჩი იანოშ ჰერმანი უმასპინძლებს ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 2017 წლის კონკურსის შედეგად შერჩეული 8 პროექტი ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტისა (EIDHR) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების (CSOs/LAs) მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. 16 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის შესახებ პრეზენტაციას გამართავენ. მედიის შეკრების დრო: 10:00 საათიდან 16 მარტს, 10:30 საათზე, გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 16 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თავმჯდომარე მარიამ ჯაში და სხვა პირები დაესწრებიან.მის.: გუდიაშვილის ქ. #7 16 მარტს, 15:00 საათზე, ქალაქ ახალციხეში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)