|
2018-03-14 22:42:12, 26988 ნახვა
სპეციალური ანონსი
15 მარტის ანონსი
10:30 საათზე, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრები მთავრობის კანცელარიასთან აქცია/ბრიფინგს გამართავენ. 12:15 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სამუშაო შეხვედრა თემაზე: „მაკროეკონომიკური გარემოს და ფისკალური პოლიტიკის ანალიზი". 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი - „მისია 2018“ გამოცხადდება. 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ეროვნული უმცირესობების 60-მდე ორგანიზაცია გამართავს პრესკონფერენციას. 15:30 საათზე, გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებების განხილვას. შეხვედრის ორგანიზატორია, საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. 15:30 საათზე, საქართველო პარლამენტის წევრები, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელი გიორგი კეკელიძე რაგბის ბაზაზე - „შევარდენი" ღია სამკითხველოს გახსნიან. 16:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ცნობილი ქართველი ეთნოგრაფის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის, თედო სახოკიას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)